ფინეთის სანაპირო კვერცხის ფორმის ყინულის ბურთებმა დაფარა
ფინეთის სანაპირო კვერცხის ფორმის ყინულის ბურთებმა დაფარა

ფინეთის სანაპიროზე უჩვეულო მოვლენა დაფიქსირდა. კვერცხის ფორმის ყინულის ათასობით ბურთმა ფინეთსა და შვედეთს შორის მდებარე კუნძული ჰაილუოტო დაფარა.

ყინულის ბურთები სხვადასხვა ზომისაა, ზოგი მათგანი ჩოგბურთის ბურთის ზომის, ზოგი კი ერთ მეტრამდე დიამეტრისაა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყინულის ბურთები ქარისა და ზღვის წყლის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა.

დატოვე კომენტარი