ფინეთის საგარეო უწყება – მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

16:15, 07.08.2023

მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფინეთი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.

„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი