ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს მიმართ, ველოდებით გარკვეული პროგრესის ხილვას რეფორმებში, ეს პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს მიმართ, ველოდებით გარკვეული პროგრესის ხილვას რეფორმებში, ეს პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული

ძალიან კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ევროკავშირის გაფართოება ჩვენი გერმანელი კოლეგის, ანალენა ბერბოკს ძალიან პოზიტიური მოწვევით, ფინეთი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ევროკავშირის გაფართოების მიმართ, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

ვალტონენის თქმით, ფინეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას დამსახურებასა და ქვეყნების ინდივიდუალურ მიღწევებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით, ქვეყნების მოსახლეობის გათვალისწინებით, რომლებსაც სურთ, აირჩიონ ევროპული მომავალი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გეოპოლიტიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროში. ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბერლინში ამ საკითხების განსახილველად. ჩვენი პოზიცია არის უკიდურესად პოზიტიური უკრაინული ევროპული გზის მიმართ, ასევე მოლდოვის მიმართ. ზოგადად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაფართოება უნდა მოხდეს დამსახურებაზე დაყრდნობით. ჩვენ ასევე პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს მიმართ და ველოდებით მოუთმენლად გარკვეული პროგრესის ხილვას რეფორმებში, რომლებიც ქვეყანამ უნდა გაატაროს. თუმცა განვმეორდები, რომ ეს პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა ვალტონენმა.