ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ომის 13 წლისთავზე ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცეა
ომის 13 წლისთავზე ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცეა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებაში, რომელსაც ფინეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ომის 13 წლისთავზე ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცეა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეკუთვნის საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
FM @Haavisto: #Finland’s support for #Georgia’s sovereignty and territorial integrity on the 13th anniversary of the war is firm. Under international law, #Abkhazia and #SouthOssetia belong to Georgia. Committed in our support for a peaceful resolution of the conflict in Georgia.
— MFA Finland 🇫🇮 (@Ulkoministerio) August 8, 2021