ფინეთის პრემიერი - ფინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
ფინეთის პრემიერი - ფინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ფინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვჭირდება მტკიცე გადაწყვეტილებები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთიანი ვართ, – აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინას, სიტუაცია რთულია, ამიტომ საჭიროა სამი გადაწყვეტილება.

„პირველი ეხება ევროპის მშვიდობის ფონდს და ჩვენ გვჭირდება მტკიცე გადაწყვეტილება. უკრაინას სწრაფად სჭირდება სამხედრო დახმარება. მეორე საკითხი ეხება 50 მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა უკრაინის დასახმარებლად და მესამე არის გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოებაზე. ჩვენ გვჭირდება მკაფიო გზავნილი ყველა სახელმწიფოსთვის, რომელთაც სურთ ევროკავშირის წევრობა, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მინდა, ვთქვა, რომ რუსეთის საფრთხე რეალურია და ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის ინდუსტრია“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.