ფინეთის პარლამენტში რეკორდული რაოდენობის ქალი დეპუტატი აირჩიეს

18:30, 15.04.2019

ფინეთის პარლამენტში რეკორდული რაოდენობის ქალი დეპუტატი აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინა კუკამაბაჰმა გაავრცელა.

გავრცელებული ვერსიით, ფინეთის პარლამენტში 200 დეპუტატიდან 92 ქალია.

ეუთო-ს გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ფინეთის პარლამენტში 31 დეპუტატი 35-წლამდე ასაკისაა.

მსგავსი