ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - ფინეთი მხარს უჭერს ევროკომისიის დასკვნას, კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთ საქართველოს რეკომენდაციების შესრულების პირობით
ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - ფინეთი მხარს უჭერს ევროკომისიის დასკვნას, კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთ საქართველოს რეკომენდაციების შესრულების პირობით

ფინეთი მხარს უჭერს ევროკომისიის დასკვნას. უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. კომისიის ანგარიშის თანახმად კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთ საქართველოს რეკომენდაციების შესრულების პირობით და როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, გავხსნათ მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, – ამის შესახებ ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერკროიცმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის მომავლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია.

„რუსეთი იწყებს კონფლიქტებს, რათა ხელი შეუშალოს ამ სახელმწოფოებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ეს მოხდეს. იქნება ხანგრძლივი და ძალიან რთული კვირა. გაფართოების პროცესი არ უნდა იყოს მძევალი სხვა მოთხოვნების და კვირის ბოლოს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის კეთილდღეობას, სტაბილურობას და მშვიდობას, წესებზე დაფუძნებულ იმ წესრიგს, რომელიც ჩვენ ვიცით. გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მოსკოვის სასარგებლოდ“, – განაცხადა ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერკროიცმა.