ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია
ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია

ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 34 წლის სანა მარინია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.

სანა მარინი ტრანსპორტის მინისტრი იყო. პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურა სოციალურ დემოკრატიულმა პარტიამ ანტი რინეს გადადგომის შემდეგ დააყენა. ანტი რინემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციურმა მთავრობამ მას უნდობლობა გამოუცხადა.

გარდა პრემიერ-მინისტრისა, ფინეთის კოალიციურ მთავრობაში კიდევ ოთხი პარტიის ხელმძღვანელი ქალია: „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი ლი ანდერსონი, რომელიც 32 წლისაა, „მწვანეთა ლიგის“ ლიდერი 34 წლის მარია ოჰისალოა, „ცენტრისტული პარტიის“ ხელმძღვანელი 32 წლის კატრი კულმუნია და „შვედეთის სახალხო პარტიის“ ლიდერი, 55 წლის ანა მაია ჰენრიკსონი.