ფინეთი უკრაინას დამატებით 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

17:14, 10.03.2025

ფინეთი უკრაინას დამატებით 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

ფინეთის საგარეო უწყების ცნობით, ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას გაერო-სა და „წითელი ჯვრის“ მეშვეობით მიაწოდებენ.

„ფინეთი უკრაინას რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან ეხმარება და ამას მომავალშიც გააგრძელებს. უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებები და ჩვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ფინეთის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა, ვილე ტავიომ.

მსგავსი