ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს
ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს

ფინეთი შუაღამიდან რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, ქვეყანაში შესული რუსების ნაკადი განიხილება როგორც ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის საფრთხის შემცველი.

მთავრობის წევრების ცნობით, კვლავ დასაშვები იქნება რუსეთიდან ფინეთში ახლო ნათესავებთან ჩასვლა, ასევე სამუშაოდ და სწავლის მიზნით.

ფინეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვა საზღვარზე ნაკადს მნიშვნელოვნად შეამცირებს.