ფინეთი კორონავირუსის პანდემიის შედეგების დასაძლევად 4 მილიარდ ევროს დახარჯავს
ფინეთი კორონავირუსის პანდემიის შედეგების დასაძლევად 4 მილიარდ ევროს დახარჯავს

ფინეთი კორონავირუსის პანდემიის შედეგების დასაძლევად 4 მილიარდ ევროს დახარჯავს.

ამის შესახებ განცხადება ფინეთის ფინანსთა მინისტრმა, კატრი კულმუნიმ გააკეთა. როგორც ფინური მედია იუწყება, ეს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტიკრიზისული პაკეტია.

როგორც ვარაუდობენ, ერთი მილიარდი ევრო სხვადასხვა საწარმო დასახმარებლად დაიხარჯება, რომლებიც ეპიდემიის დროს დაზარალდნენ. 450 მილიონი ევრო მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეების დასახმარებლადაა განკუთვნილი.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი დამცავი საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურივილობის შესაძენად დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ფინეთმა სახელმწიფო ბიუჯეტს პანდემიის დაწყებიდან უკვე მეორედ გადახედა. პირველი შესწორება ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მარტის ბოლოს შეიტანეს. მაშინ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყდა. ეს თანხა უმუშევართა დასახმარებლად დაიხარჯა.

ფინეთში კორონავიურისს 2500-ზ მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. 40 პაციენტი გარდაიცვალა.