ფინანსთა სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების შენობებზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, გლოვის ნიშნად, დროშები დაუშვეს
ფინანსთა სამინისტროს შენობაზე, გლოვის ნიშნად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო დროშები ასევე დაეშვა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სსიპ-ების ადმინისტრაციულ შენობებზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მომსახურების სერვისცენტრებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების შენობებზე.