ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 250 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.240 პროცენტით, მაქსიმალური 9.240 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.240 პროცენტით განისაზღვრა.