ფინანსთა მინისტრმა მებაჟეებს, რომლებმაც ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, მადლობის სიგელები გადასცა

11:05, 14.05.2018

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს იმ მებაჟეებს შეხვდა, რომლებმაც წლის დასაწყისიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. მამუკა ბახტაძემ  განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის მათ მადლობის სიგელები გადასცა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმაკარწახის” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აღკვეთეს 1500 აბი ნარკოტიკული ნივთიერება SUBOXENE-ის შემოტანის ფაქტი; თბილისის აეროპორტში გამოავლინეს 615 გრამი „ჰეროინი“, 3.8 კილოგრამი „ოპიუმი“, 1 კილოგრამი „კოკაინი“; სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში ამოიღეს 99 აბი „მეტადონი“, ასევე 71.75 გრამი „მეტამფეტამინი“.​

მსგავსი