ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იგეგმება
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იგეგმება

მაისის ეკონომიკური ზრდის შედეგების გაანალიზების შემდგომ, ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში, უკვე განახლებული პროგნოზების შესაბამისად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ცვლილებების მთავარი მიზანი ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა.

„ამ ცვლილებების მთავარი მიზანი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით და ამავე დროს, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.