Financial Times - ყოფილი ფრანგი დიპლომატი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს
Financial Times - ყოფილი ფრანგი დიპლომატი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს

Financial Times-ი საქართველოში გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმაურება.

გამოცემა წერს, რომ ეგზიტპოლების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტს ყოფილი ფრანგი დიპლომატი და საქართველის საგარეო საქმეთა ექსმინისტრი დაიკავებს.

„66 წლის კანდიდატმა პირობა დადო, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, არასტაბილურ კავკასიაში დემოკრატიული და პროდასავლური ფასეულობების გამტარებელი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროპული ტრაექტორია დაცული იქნება”- წერს Financial Times -ი.

სტატიაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერის ერთგვარი ლაკმუსის ტესტი იყო.

„ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წლიდან მართავს ქვეყანას, 2020 წელს შეეცდება, ზედიზედ მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში” – წერს Financial Times.