Financial Times - აშშ ევროკავშირზე ზეწოლას ახორციელებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება აიძულოს
Financial Times - აშშ ევროკავშირზე ზეწოლას ახორციელებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება აიძულოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება აიძულოს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ძალისხმევა აშშ-ის ძალისხმევას ჩამორჩება.

როგორც Financial Times-თან საუბარში გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, ევროპელებმა კოორდინირებულ ქმედებებს უნდა მიმართონ იმ სახელმწიფო და არასახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც კიბერთავდასხმების უკან დგანან, ასევე უნდა მიიღონ ნაციონალურ დონეზე ახალი ანტიკორუფციული ზომები.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპელ პარტნიორებთან, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ რუსეთის დანაშაულებრივი საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და არ დავუშვათ, რომ რუსეთმა ევროპასა და აშშ-ს შორის რაიმე სახის დაძაბულობა გამოიყენოს“, – განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენემლა, რომლის სახელსაც გამოცემა არ ასაჯაროებს.

როგორც Financial Times-ი წერს, ვაშინგტონი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთმა შესაძლოა, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა.