ფილიპინის ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
ფილიპინის ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

ფილიპინის ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი F/A-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავში შექმნილი პრობლემა გახდა.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო თვითმფრინავის ორივე მფრინავი გადაარჩინეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავი საწვრთნელ მისიას ასრულებდა.