ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა 
ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა 

ფილიპინებზე ტაიფუნ „მანკჰუტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 74 დაღუპულისა და 55 დაკარგულის შესახებ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

სუპერ ტაიფუნი „მანკჰუტი“ ფილიპინებს 14 სექტემბერს დაატყდა თავს. შედეგად, 800 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

სტიქიამ გადაუარა ჩინეთსაც, სადაც ტაიფუნს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანებულია ოთხი ათასზე მეტი შენობა. ზარალის ოდენობა 750 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.