ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა
ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიაში განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა.
აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებულები არიან პოლიციისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლები, ასევე სამოქალაქო პირები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ფილიპინებში კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას რომის პაპმა ტერაქტი უწოდა.
პირველი აფეთქება კუნძულ ჯოლოზე მდებარე კათოლიკური ეკლესიის ტერიტორიაზე, მეორე კი ეკლესიის გარეთ მოხდა. აღნიშნულ კუნძულზე უმთავრესად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს.