ფილიპინებზე აფეთქებისას ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

09:52, 29.08.2018

ფილიპინებზე აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 36 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ ისულანში, ხალხმრავალ ადგილზე, ბაზრის სიახლოვეს ამოქმედდა.

სამართალდამცველების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ მოტოციკლში იყო დამონტაჟებული.

მსგავსი