ფილიპინებში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ფილიპინებში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ტროპიკულ შტორმ „ტემბინით“ გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა ფილიპინებში მინდანაოს მახლობლად მთელი სოფელი ტალახით დაფარა. შედეგად გარდაცვლილია 30 ადამიანი. კიდევ 60-ს ეძებენ.
სტიქიის გამო 116 სახლი კრიტიკულად არის დაზიანებული.

ფილიპინების არმია და სახანძრო ბრიგადები სოფლის მოსახლეობას კვლავ ეძებენ.

ადგილობრივი მცხოვრებლების დროულად ევაკუაცია ვერ მოხერხდა, სწორედ ამით არის გამოწვეული მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი.

ტემბინი“ სამხრეთ ფილიპინების კუნძულ მინდანაოს პარასკევს დაატყდა თავს, რამაც 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 70 000 უსახლკაროდ დატოვა, 150-ზე მეტი ადამიანის მიგნება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.