ფილიპინებში ტაიფუნის გამო, 200 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ფილიპინებში ტაიფუნის გამო, 200 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ფილიპინებში ტაიფუნის გამო, 200 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ქვეყნის აღმოსავლეთ კუნძულებზე სტიქიამ ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა გამოიწვია.

უსაფრთხოების წინასწარი ზომების შესაბამისად, შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა, დახურულია სკოლები და სამთავრობო უწყებები. ტაიფუნი „კამური“ რიგით მეოცე ტაიფუნია, რომელიც ფილიპინებს მიმდინარე წელს დაატყდა თავს. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს.

მსხვერპლისა და მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტაიფუნი არქიპელაგის ცენტრალური ნაწილისკენ გადაადგილდება.