ფილიპინებში ტაიფუნ „მანჯუთის" შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებში ტაიფუნ „მანჯუთის" შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში ტაიფუნ “მანჯუთის” შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ჩახერგილია საავტომობილო გზები. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.

100 000 მოქალაქე დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დანგრეული და დაზიანებულია ათობით შენობა. განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები, სავარგულები. ფილიპინების ხელისუფლება სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას ჯერ ვერ ასახელებს.

ტაიფუნი “მანჯუთი” ამჟამად ჩინეთსაც ემუქრება. დღეს ის ჰონგ-კონგს გადაუვლის. ქარის სიჩქარე 145კმ/სთ-ს აღწევს. ამის გამო გაუქმდა ასობით ავიარეისი. დაკეტილია მაღაზიები. ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.