ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა
ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა

ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ძლიერი მიწისძვრების სერია კატაბატოს პროვინციაში მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას რამდენიმე ათეულ წუთში ოთხი განმეორებითი მიძგი მოჰყვა.

შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა რამდენიმე ადამიანი იყოს მოყოლილი.

მიწისძვრის დროს ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა ქალაქ კიდაპავანში არსებული სასტუმრო.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ჩამონგრევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა ორი დღის წინაც მოხდა. 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევებმა სტიქიის ეპიცენტრში ათობით სკოლა, შენობა და საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

ამიტომ ახალი მიწისძვრის დროს, დაახლოებით, 13 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ დროებით ბანაკში იმყოფებოდა.