ფილიპინებში ავიაკატასტროფის შედეგად 17 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

11:02, 04.07.2021

ფილიპინებში ავიაკატასტროფას სულ მცირე 17 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ფილიპინების არმიის სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 80-ზე მეტი ჯარისკაცი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

ფილიპინების არმიის მეთაურის, გენერალ სირილიტო სობეჟანს განცხადებით, „სი-130 ჰერკულესის“ ტიპის თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, აფრენა სცადა და რამდენიმე წამში ჩამოვარდა. მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევებიდან სულ მცირე 40 ჯარისკაცის გამოყვანა მალევე შეძლეს.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ბორტზე მყოფი სამხედროების დიდმა ნაწილმა ძირითადი სამხედრო სწავლება ცოტა ხნის წინ დაასრულა და სულუს პროვინციაში, კუნძულ ჯოლოზე ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით გადაჰყავდათ. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი