ფილიპე კოუტინიო „ბაიერნში“ გადადის
ფილიპე კოუტინიო „ბაიერნში“ გადადის

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება, – იტყობინება ჟურნალისტი ბრუნო ანდრადე.

მისი ინფორმაციით, „ბარსელონა“ დათანხმდა ფეხბურთელის გაშვებას უფასო იჯარით. ამასთან, გერმანელებს კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ასეთ შემთხვევაში, გერმანიის ჩემპიონს მოუწევს კოუტინიოსთვის ხელფასის გადახდა – 11 მილიონი ევრო წელიწადში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელი შეიძლება “ტოტენჰემში” გადავიდეს. ასევე ინტერესს გამოთქვამს „პარი სენ-ჟერმენი“.

27 წლის ბრაზილიელმა გასულ სეზონში 54 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.