ფილიპ რიკერი - შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი დამოკრატიული განვითარების აუცილებელი ნაწილია 
ფილიპ რიკერი - შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი დამოკრატიული განვითარების აუცილებელი ნაწილია 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას ყურადღებას ამახვილებდა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

მისი თქმით, კომპრომისი ნებისმიერი დემოკრატიული განვითარების აუცილებელი ნაწილია.

„განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, როდესაც არის „კოვიდით“ გამოწვეული სიტუაცია, ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი ეს არის აუცილებელი ნაწილი ნებისმიერი დამოკრატიული განვითარებისა. განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი არის ის, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რა თქმა უნდა, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.