ფილიპ რიკერი - აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით
ფილიპ რიკერი - აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში და ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რიკერმა აღნიშნა, აშშ მტკიცედ ერთგულია საქართველოს მიმართ, რომ ქვეყანა გაძლიერდეს, გააძლიეროს თავის შესაძლებლობები თავდასაცავად.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციას.

„აშშ მხარს უჭერს საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინეტგრაციას და ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. მოგეხსენებათ, ამ ბრძოლაში აშშ მხარში უდგას საქართველოში და ვაქცინით მოხდება საქართველოს დახმარება. საქართველო პირველი იქნება იმ ქვეყანებში, რომელიც გამოყოფილი 25 მილიონი დოზა ვაქცინიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში და ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა რიკერმა.