ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობს ცოტნე ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული შეკრება პარლამენტის წინ 18:00 საათიდან დაიწყო.

20:00 საათიდან კი შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.