ფილადელფიაში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
ფილადელფიაში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ფილადელფიაში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

ბორტზე 143 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ნიუ-იორკში, ლა გუარდის აეროპორტისკენ მიფრინავდა.

ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო. ამ წუთებში მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.