ფილადელფიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ფილადელფიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის შვიდი მცირეწლოვანია.

მედიის ცნობით, ცეცხლი შენობაში ადგილობრივი დროით 06:00 საათისთვის, ჯერ დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სამსართულიან კორპუსში 26 ადამიანი იმყოფებოდა. ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, კორპუსის რვა მცხოვრებმა შენობის დატოვება დამოუკიდებლად შეძლო.