ფილადელფიაში აქციის მონაწილეები „სთარბაქსის“ ფილიალში შეიჭრნენ და მენეჯერის გათავისუფლება მოითხოვეს
ფილადელფიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები „სთარბაქსის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრნენ და მენეჯერის გათავისუფლება მოითხოვეს.
პროტესტი ორი შავკანიანი მამაკაცის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც შეკვეთის მისაცემად მეგობარს ელოდებოდნენ, „სთარბაქსის“ დაცვამ კი უკანონო შეჭრის ბრალდებით დააკავა.
მანამდე „სთარბაქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კევინ ჯონსონმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და ინციდენტის გამოძიების პირობა დადო.
„ვიდეოკადრები, რომლებიც მომხმარებლებმა გადაიღეს და დაკავების მომენტს ასახავს, მძიმედ საყურებელია და ეწინააღმდეგება ჩვენს მისიასა და ღირებულებებს“, – ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა ფილადელფიის პოლიციამაც, რომელიც „სთარბაქსის“ ადმინისტრაციამ გამოიძახა. მათი თქმით, ისინი უბრალოდ „სთარბაქსის“ თანამშრომლების ინფორმაციას ენდნენ და თავიანთი მოვალეობა შეასრულეს.