„ფილადელფიამ“ „დალასთან“ ფავორიტის სტატუსი გაამართლა - ნბა-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო]
„ფილადელფიამ“ „დალასთან“ ფავორიტის სტატუსი გაამართლა - ნბა-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა „ფილადელფიამ“ საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ „დალასს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 111-97 დაამარცხა.

საუკეთესო კვლავ ჯოელ ემბიდი იყო, რომელმაც 23 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ბენ სიმონსის ანგარიშზე 15 ქულაა. ასევე 15 ქულა მიითვალა სეტ კარიმ.

მავერიქსის“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა ლუკა დონჩიჩის ანგარიშზეა. 13 ქულა დააგროვა ჯოშ რიჩარდსონმა.

ფილადელმია“ 22 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია.

 

ფილადელფია – დალასი 111:97

ბრუკლინი – ორლანდო 129:92

 

ნიუ იორკი – საკრამენტო 140:121

 

მემფისი – კლიპერსი 122:94

 

დენვერი – ვაშინგტონი 110:112

 

მილუოკი – ნიუ ორლეანი 129:125