„ფილადელფიამ“ „დალასთან“ ფავორიტის სტატუსი გაამართლა – ნბა-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა „ფილადელფიამ“ საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ „დალასს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 111-97 დაამარცხა.
საუკეთესო კვლავ ჯოელ ემბიდი იყო, რომელმაც 23 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ბენ სიმონსის ანგარიშზე 15 ქულაა. ასევე 15 ქულა მიითვალა სეტ კარიმ.
„მავერიქსის“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა ლუკა დონჩიჩის ანგარიშზეა. 13 ქულა დააგროვა ჯოშ რიჩარდსონმა.
„ფილადელმია“ 22 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია.
ფილადელფია – დალასი 111:97
https://www.youtube.com/watch?v=zJC1wdq8pUA
ბრუკლინი – ორლანდო 129:92
https://www.youtube.com/watch?v=gT6FdqT9ngA
ნიუ იორკი – საკრამენტო 140:121
https://www.youtube.com/watch?v=cII3va7080A
მემფისი – კლიპერსი 122:94
https://www.youtube.com/watch?v=PQJS4znmMYg
დენვერი – ვაშინგტონი 110:112
https://www.youtube.com/watch?v=Y-MjW96vkqA
მილუოკი – ნიუ ორლეანი 129:125
https://www.youtube.com/watch?v=THe6Trdv-H0