„ფილადელფია“ „ჩიკაგოს“ ორი წამყვანი კალათბურთელის გარეშე დაუპირისპირდება #1TVSPORT
ხვალ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ოლ სტარის“ შესვენების შემდეგ რეგულარული სეზონი განახლდება. „ფილადელფია“ პაუზის შემდეგ პირველ მატჩს სტუმრად „ჩიკაგოსთან“ გამართავს.
როგორც ცნობილი ხდება, „სიქსერსი“ „ბულსთან“ შეხვედრას ჯოელ ემბიდისა და ბენ სიმონსის გარეშე ჩაატარებს. ორივე კალათბურთელს კორონავირუსიან პიროვნებასთან ჰქონდა კონტაქტი და ამჟამად ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. COVID-19 სიმონსისა და ემბიდის დალაქს დაუდასტურდა.
ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ „ფილის“ წამყვანი ორი მოთამაშე მოედანს შაბათს „ვაშინგტონთან“ დაუბრუნდებიან.
„ფილადელფია“ 24 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.