ფილ ფოდენი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი, ინგლისელი ფილ ფოდენი ინგლისის პრემიერლიგის 2023/24 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
23 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 17 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. 2021 და 2022 წლებში ფოდენი პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელიც გახდა.
პირველობისთვის, ინგლისელთან ერთად, ერლინგ ჰალანდი, ალექსანდრ ისაკი, მარტინ ოდეგორი, დეკლან რაისი, კოულ პალმერი, ვირჯილ ვან დაიკი და ოლი უოტკინსი იბრძოდნენ.
„მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ 88 ქულა აქვს და „არსენალს“ ორი ქულით უსწრებს. თუ 38-ე ტურში მანჩესტერული გუნდი „ვესტ ჰემს“ დაამარცხეს, ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდება.