ფიჯისთან მარცხის შემდეგ ქართველი მორაგბეები კომენტარს აკეთებენ | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ფიჯის ნაკრებთან უსიამოვნო წაგების შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს. პირველ არხთან გიორგი კვესელაძემ და ბექა გორგაძემ ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ანგარიშით 10:45 დასრულდა კუნძულელთა სასარგებლოდ, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების და მომდევნო მსოფლიო თასზე საკალიფიკაციოს გარეშე მოხვედრის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

მიმდინარე პირველობაზე ბოლო მატჩს ბორჯღალოსნები 11 ოქტომბერს ერთ-ერთი ფავორიტის, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.