ფიჯის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მატჩისთვის დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებით #1TVSPORT
ფიჯის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მატჩისთვის დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებით #1TVSPORT

30 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა ფიჯელთა მთავარმა მწვრთნელმა, საიმონ რაივალუიმ. იგი თვლის, რომ ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები ამჟამად განვითარების ერთ დონეზე არიან და თამაშისთვის მისი გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ემზადება.

„მოუთმენლად ველოდებით ამ კვირის მატჩს. ჩვენ შესახებ ბევრი საუბრობს, ითვლიან, როგორ შეიძლება მივაღწიოთ დასახულ მიზანს. ჩვენს გეგმებში არაფერი შეცვლილა, ვემზადებით უდიდესი პასუხისმგებლობით საქართველოსთან სათამაშოდ.

მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, მათთან რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ჩატარებული და ვთვლი, რომ განვითარების ერთ დონეზე ვართ. სასურველი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა რაივალუიმ.

ამ ეტაპზე ფიჯის C ჯგუფში ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. წინა ტურში კუნძულელებმა ავსტრალია დაამარცხეს. საქართველოსა და პორტუგალიასთან მოგების შემთხვევაში კი მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავლენ.

რაც შეეხება „ბორჯღალოსნებს“, ლევან მაისაშვილის გუნდმა მსოფლიო თასი ავსტრალიასთან მარცხით დაიწყო, ხოლო პორტუგალიასთან ფრედ, 18:18 ითამაშა.