ფიგურულ ციგურაობაში პირველი დღის პროგრამა დასრულდა. გუნდურ პირველობაში მამაკაცების შემდეგ, მოკლე პროგრამა სპორტულმა წყვილებმა შეასრულეს.
პირველ ადგილზე OAR-ის (ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან) ნაკრების დუეტი გავიდა ევგენია ტარასოვასა და ვლადიმირ მოროზოვის შემადგენლობით. ამ წყვილმა 80.92 ქულა დააგროვა.
სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის სრული შედეგები ასეთია:
1. ევგენია ტარასოვა/ვლადიმირ მოროზოვი (ოარ) – 80.92
2. მეგან დუჰამელი/ერიკ რედფორდი (კანადა) – 76.57
3. ალიონა სავჩენკო/ბრუნო მასოტი (გერმანია) – 75.36
4. ალექსა შიმეკა ნირიმი/კრის ნირიმი (აშშ) – 69.75
5. სიაოიუ იუ/ჰაო ჟანგი (ჩინეთი) – 69.17
6. ვანესა ჯეიმსი/მორგან სიპრე (საფრანგეთი) – 68.49
7. ნიკოლ დელა მონიკა/მატეო გუარიზი (იტალია) – 67.62
8. მიუ სუზაკი/რიუიში კიჰარა (იაპონია) – 57.42
9. პეიჯ კონერსი/ევგენი კრასნოპოლსკი (ისრაელი) – 54.47
10. კიუეუნ კიმი/ალექს კამი (კორეა) – 52.10
მდგომარეობა ორი სახეობის შემდეგ:
1. კანადა – 17 ქულა (8+9)
2. აშშ – 14 ქულა (7+7)
3. იაპონია – 13 (10+3)
4. ოარ – 13 (3+10)
5. ისრაელი – 11 (9+2)
6. ჩინეთი – 10 (4+6)
7. იტალია – 10 (6+4)
8. გერმანია – 10 (2+8)
9. კორეა – 6 (5+1)
10. საფრანგეთი – 6 (1+5)
ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირში 10 ნაკრები ასპარეზობს. გამარჯვებული გუნდი ვლინდება ოთხივე დისციპლინის (კაცები, სპორტული წყვილები, ცეკვები, ქალები) მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჩატარების შემდეგ. გამარჯვებული 12 თებერვალს გამოვლინდება.