ფიგურული ციგურაობა | ქართული წყვილი გრანპრის სერიის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ქართული წყვილი გრანპრის სერიის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის გრანპრის სერიაში, იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა.

მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა კარიერის სარეკორდო 70.48 ქულა (38.98 ტექნიკური ელემენტებისთვის + 31.50 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე და მესამე ადგილებზე გასულ კანადურ დუეტებს.

წყვილმა თავისუფალ პროგრამაც საუკეთესო მაჩვენებლით (131.63 ქულა) დაასრულა და ჯამური 202.11 ქულით გრანპრის ფინალის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გრანპრის ფინალი სპორტულ ცეკვებში გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა მოიგო.