ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ გრაცის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი დაიმსახურა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ გრაცის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი დაიმსახურა #1TVSPORT

ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, 11-14 ნოემბრის ჩათვლით, ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობდა. სენიორების კატეგორიაში მონაწილე 18 ქვეყნის 27 მოციგურავე მამაკაცს შორის ასპარეზობდა ქართველი სპორტსმენი ნიკა ეგაძე, რომლისთვისაც ავსტრიის თასი, ამ სეზონზე, ყაზახეთისა და ლატვიის შემდეგ, მესამე საერთაშორისო სტარტი იყო.

ტურნირი წარმომადგენლობითი აღმოჩნდა თავისი შემადგენლობით, ამიტომ ქართველ მოციგურავეს ასპარეზობა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში მოუხდა – ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ესტონეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა რეიტინგული ქვეყნების უკვე გამოცდილ სპორტსმენებთან.

ქართველმა სპორტსმენმა ღირსეულად გაართვა თავი საკმაოდ რთულ, ტექნიკური ელემენტებით, ოთხმაგი ნახტომებით დატვირთულ პროგრამას და ორი პროგრამის ჯამში მოპოვებული 227.57 ქულით ჩელენჯერის სერიის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რაც მის სპორტულ კარიერაში, სენიორების კატეგორიაში მიღწეული ყველაზე მაღალი შედეგია.