ფიგურული ციგურაობა | ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1VSPORT
ტაივანში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველოს წარმომადგენლებმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიპოვეს.
ქართული წყვილმა მოკლე პროგრამის შემდეგ 71,53 ქულა დააგროვა და მეტოქეებს სოლიდური უპირატეობით გაასწრო, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 179,32 ქულით ოქროს მედლებს დაეუფლა.
მეორე და მესამე ადგილზე ამერიკელები გავიდნენ – ვერცხლის მედალი ოლივია ფლორესისა და ლუკ ვანგის წყვილს ერგო, ხოლო ბრინჯაო ნაომი ვილიამსმა და ლაჩლან ლეუერსმა მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ლუკა ბერულავასთვის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალია, პირველად მან ჩემპიონობა 2022 წელს იზეიმა, მაშინ მისი მეწყვილე კარინა საფინა იყო.
პირველ მარტს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით ინგა გურგენიძე იასპარეზებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 62,28 ქულით მეშვიდე ადგილზეა.