ფიგურული ციგურაობა | კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები დაიმსახურეს [ვიდეო] #1TVSPORT
სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, იუნიორ მოციგურავეთა შორის გრან პრის მესამე ეტაპზე, სპორტულ წყვილებში მედლები გათამაშდა. რვა ქვეყნის 11 მონაწილეს შორის, სადაც ფავორიტებად სამი რუსი სპორტული წყვილი მიიჩნეოდა, ქართველმა სპორტსმენებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ პირველ სადებიუტო გამოსვლაში, თავისუფალ პროგრამაში ყველა მათ კონკურენტზე მაღალი ტექნიკური ქულა ( 54.92) მოაგროვეს და ორი პროგრამის ჯამში 168.26 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.
ეს გრან-პრის ეტაპების ნაწილში, სპორტული წყვილების კატეგორიაში, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შედეგი იყო. ქართველმა სპორტულმა წყვილმა ურთულესი, ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა. მათ მხოლოდ ერთ რუს სპორტულ წყვილს დაუთმეს პირველი პოზიცია და სეზონის საწყის ეტაპზე სერიოზული კონკურენცია გაუწიეს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ მონაწილეებს.