ფიგურული ციგურაობა | ევროპის ჩემპიონატი გალაწარმოდგენით დაიხურა #1TVSPORT
ინგლისის ქალაქ შეფილდში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.
საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა – წყვილთა შორის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, ხოლო მამაკაცთა შორი ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
შესაბამისად, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა. ორი ოქროს მედალი არცერთ სხვა ნაკრებს არ ჰქონია.
ჩემპიონატი გალაწარმოდგენით დაიხურა, რომელზეც, სხვა სპორტსმენებთან ერთად, ყინულზე გამოვიდნენ ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე და ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინას წყვილი.