ფიგურული ციგურაობა | დღეს ნიკა ეგაძე ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამას წარმოადგენს - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | დღეს ნიკა ეგაძე ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამას წარმოადგენს - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რომლის გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას და მედლებისთვის ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ გუნდურ ასპარეზობაში პირველ დღეს საქართველოს ნაკრები წარმოადგინეს: რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, სპორტულ ცეკვებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა და ქალთა შორის მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ.

საერთო გუნდურ ჩათვალაში, სამი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს 20 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. საუკეთესო ხუთეული ასეთია: აშშ (25 ქულა), იაპონია (23), იტალია (22), საქართველო (20), კანადა (19).

თუ ნიკა ეგაძეც წარმატებით გამოვიდა და ათგუნდიან შეჯიბრებაში საქართველო ხუთეულში მოხვდა, მედლებისთვის ბრძოლას დღესვე განაგრძობს – ოლიმპიურ ყინულზე გამოვლენ გლებ სმოლკინი და დიანა დევისი. ხოლო 8 თებერვალს ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს, ისევე როგორც ნიკა ეგაძე და ბერულავა-მეტელკინას წყვილი.

დღეს მილანსა და კორტინაში ფიგურული ციგურაობა 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.