კანადის ქალაქ მონრეალში მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარდება. მიზეზი კორონავირუსია. ეს განცხადება 11 მარტს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, კვებეკის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ლეგომ გააკეთა.
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიის განმავლობაში პირველობა არ ჩატარებულა:
1915-1921 წლებში – პირველი მსოფლიო ომის გამო.
1940-1946 წლებში – მეორე მსოფლიო ომის გამო.
1961 წელს – აშშ მოციგურავეთა გუნდის ავიაკატასტროფის გამო. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტთან ახლოს კატასტროფას განიცადა ბოინგ 707-მა, სადაც იმყოფებოდა აშშ-ის მოციგურავეთა ნაკრები. ათლეტები პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებოდნენ.