„ფიგარო“ - ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი შეეცდებიან, აღადგინონ ფრანკო-გერმანული ტანდემი, რომელიც დამძიმებული იყო უკრაინის ომის ფონზე
„ფიგარო“ - ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი შეეცდებიან, აღადგინონ ფრანკო-გერმანული ტანდემი, რომელიც დამძიმებული იყო უკრაინის ომის ფონზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეეცდებიან, აღადგინონ ფრანკო-გერმანული ტანდემი, რომელიც დამძიმებული იყო უკრაინის ომის ფონზე, ენერგეტიკიდან დაწყებული, თავდაცვის საკითხებით დამთავრებული, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ წერს.

გამოცემის თანახმად, 26 ოქტომბერს დაგეგმილი ფრანკო-გერმანიის მინისტრთა საბჭო გადაიდო.

„რაც შეეხება სტრატეგიას, რომელიც უნდა იქნას მიღებული ენერგეტიკული ფასების, ბირთვული ენერგიის, ევროპული შეიარაღების ფონზე, როგორც ჩანს, პარიზსა და ბერლინს შორის ყველაფერი არასწორად მიდის. ეს სანერვიულოა ევროპაში, სადაც მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება ფრანკო-გერმანული ძრავა. კანცლერმა შოლცმა გამოაცხადა 200-მილიარდიანი დახმარების გეგმა ფიზიკური პირებისა და ბიზნესებისთვის განსაკუთრებით გაზის მზარდი ფასების ფონზე, რუსეთის მიერ დაწესებული მიწოდების შემცირების შემდეგ. ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე გავრცელებულმა ამ გეგმამ გამოიწვია დიდი გაუგებრობა და კონკურენციის დამახინჯების შიში ევროპაში. ათწლეულების განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ, გერმანიამ ასევე გააკეთა 180-გრადუსიანი შემობრუნება თავდაცვაში, რათა მისი არმია „ევროპის საუკეთესოდ აღჭურვილ ძალად“ აქციოს. ამგვარად, ბერლინი ხელს უწყობს ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის პროექტს, კერძოდ, ისრაელის კომპონენტით, რომელიც კონკურენციას უწევს პარიზსა და რომს“, – აღნიშნულია „ფიგაროს“ სტატიაში.