ნოემბერის მატჩების შემდეგ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
მაკედონიასთან და სომხეთთან წაგებებისა და ესტონეთთან ფრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა სამი პოზიცია დაკარგა და 86-ე ადგილიდან 89-მდე დაქვეითდა. ჩვენს გუნდს 20 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლდა და ახლა, 1267 ქულა აქვს.
რაც შეეხება რეიტინგის ტოპ-ათეულს, იქიდან გავარდნენ ხორვატიისა და კოლუმბიის ნაკრებები, მათი ადგილი კი მექსიკამ და იტალიამ დაიკავეს:
1(1). ბელგია – 1 780
2(2). საფრანგეთი – 1 755
3(3). ბრაზილია – 1 743
4(4). ინგლისი – 1 670
5(5). პორტუგალია – 1 662
6(6). ესპანეთი – 1 645
7(8). არგენტინა – 1 642
8(7). ურუგვაი – 1 639
9(11). მექსიკა – 1 632
10(12). იტალია – 1 625