ფიფა-ს პრეზიდენტს სურს, რომ ყველა ქვეყანაში ერთ სტადიონს პელეს სახელი მიენიჭოს #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გამოდის ინიციატივით, რომ ყველა ქვეყანაში ერთ სტადიონს მაინც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს სახელი მიენიჭოს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიფა ორგანიზაციის წევრ ფეხბურთის ფედერაციებს ამ თხოვნით ახლო მომავალში მიმართავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი, დასევდიანებულები ვართ, მაგრამ მაინც ვიღიმით, რადგან მან ბევრი ღიმილი გვაჩუქა. ვთხოვთ მთელ მსოფლიოს, რომ მას წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ. ვგეგმავთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას მივმართოთ თხოვნით, ერთ სტადიონს მაინც მიენიჭოს პელეს სახელი“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პელე 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა (1958, 1962, 1970). პელემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 92 მატჩი ჩაატარა და 77 გოლის ავტორი გახდა.